კონფიდენციალურობის პოლიტიკა
განახლდა 2026 წლის 23 ნოემბერი
ვინ ვართ
envite ციფრული მოსაწვევების სერვისია. პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიხედვით. კითხვებისთვის მოგვწერეთ hello@envite.ge.
რას ვაგროვებთ
მასპინძლისგან: ტელეფონის ნომერს, სახელს, ღონისძიების დეტალებს და ატვირთულ ფოტოებს. თუ მიუთითებს, ელფოსტასა და ანგარიშის სურათსაც.
ორგანიზაციის შექმნისას: სახელს, აღწერას, ლოგოს, ქოვერსა და ბმულებს. ორგანიზატორად მოწვეულისგან: ტელეფონის ნომერს ან ელფოსტას.
სტუმრისგან: სახელს, პასუხს, სტუმრების რაოდენობას, ხოლო თუ თავად მიუთითებს, ტელეფონის ნომერს, შენიშვნას და სასურველ სიმღერას.
მოსაწვევის ნახვებს ვითვლით დღეების მიხედვით. ვინ გახსნა, ამას არ ვინახავთ.
რისთვის ვიყენებთ
სტუმრის პასუხს ხედავენ მხოლოდ ღონისძიების მასპინძლები.
ტელეფონზე ვგზავნით შესვლის კოდს, ღონისძიების წინა დღის შეხსენებას და მასპინძლის სიახლეებს. რეკლამას არ ვგზავნით და მონაცემებს არავის ვყიდით.
ორგანიზაციები
ორგანიზაციის გვერდი საჯაროა. მასზე ჩანს ორგანიზაციის სახელი, აღწერა, ბმულები, ორგანიზატორების სახელები და სურათები და ორგანიზაციაზე დამატებული ღონისძიებები: სახელები, თარიღი და ადგილი. ღონისძიებას გვერდზე მხოლოდ მისი მასპინძელი ამატებს.
საძიებო სისტემებში გვერდი მხოლოდ მაშინ ჩანს, თუ მფლობელმა ეს ჩართო.
ორგანიზატორებს ორგანიზაციის ყველა გამოქვეყნებულ ღონისძიებაზე აქვთ წვდომა, სტუმრების სიისა და პასუხების ჩათვლით. ორგანიზაციის „ხალხის“ სიაში ის სტუმრები ჩანს, ვისაც ამ ღონისძიებებზე უკვე მოუწვევიათ. ღონისძიებიდან 90 დღის შემდეგ ისინი სიიდან იშლებიან.
ვის ვუზიარებთ
მხოლოდ იმ კომპანიებს, ვისი დახმარებითაც სერვისი მუშაობს: Convex (მონაცემთა ბაზა, აშშ), Vercel (ჰოსტინგი), Sender.ge (SMS) და Flitt (გადახდა). ბარათის მონაცემები პირდაპირ Flitt-ს მიეწოდება და ჩვენ მათ ვერ ვხედავთ.
ადგილის ძებნისას ველში ჩაწერილი ტექსტი იგზავნება Photon-ის სერვისში (OpenStreetMap-ის მონაცემებით), რომ შემოგთავაზოთ ადგილები. სხვა მონაცემს ამ სერვისს არ ვაწვდით.
რამდენ ხანს ვინახავთ
ღონისძიებიდან 90 დღის შემდეგ ავტომატურად ვშლით ღონისძიებას, სტუმრების პასუხებს და ფოტოებს. გაგზავნილი SMS-ების ჩანაწერებიც 90 დღეში იშლება.
მასპინძელს ღონისძიების წაშლა ნებისმიერ დროს შეუძლია. გადახდის ჩანაწერებს ბუღალტრული აღრიცხვისთვის ვინახავთ.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. სტუმარს პასუხის შეცვლა იმავე ბმულიდან შეუძლია.
სხვა მოთხოვნებისთვის მოგვწერეთ hello@envite.ge, 10 სამუშაო დღეში გიპასუხებთ. საჩივრით ასევე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ქუქი-ფაილები და მეხსიერება
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებს: ანგარიშში შესასვლელად, ფერის რეჟიმის დასამახსოვრებლად და სტუმრის პასუხის შესაცვლელად. სარეკლამო თვალთვალს არ ვიყენებთ.
მოსაწვევის გვერდი ბრაუზერში თავის ასლს ინახავს, რომ ინტერნეტის გარეშეც გაიხსნას. ასლი მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე რჩება და ბრაუზერის პარამეტრებიდან იშლება.