მომსახურების პირობები
განახლდა 2026 წლის 19 ნოემბერი
სერვისი
envite-ით ქმნით ციფრულ მოსაწვევს, უზიარებთ ბმულს სტუმრებს და აგროვებთ მათ პასუხებს. საიტით სარგებლობა ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ პირობებს.
ანგარიში
შესასვლელად საჭიროა ტელეფონის ნომერი. ანგარიშზე და მასში შექმნილ ღონისძიებებზე პასუხს თქვენ აგებთ, თანამასპინძლების მოწვევის ჩათვლით.
გადახდა და თანხის დაბრუნება
ფასი გადახდამდე ჩანს. ერთი გადახდა ერთ ღონისძიებას ფარავს, გამოწერა არ არის.
თუ მოსაწვევი ჯერ არცერთ სტუმარს არ გაუხსნია, გადახდიდან 14 დღის განმავლობაში თანხას სრულად დაგიბრუნებთ. მოგვწერეთ hello@envite.ge.
შინაარსი
ატვირთულ ფოტოებსა და ტექსტზე პასუხს თქვენ აგებთ. აკრძალულია უკანონო შინაარსი და სხვისი უფლებების დამრღვევი მასალა. ასეთ მოსაწვევს გაფრთხილების გარეშე წავშლით.
სტუმრების ნომრები გამოიყენეთ მხოლოდ ღონისძიებასთან დაკავშირებული შეტყობინებებისთვის.
პასუხისმგებლობა
ვცდილობთ, სერვისი შეუფერხებლად მუშაობდეს, მაგრამ SMS-ის მიწოდებასა და უწყვეტ მუშაობას ვერ გარანტირებთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არ აღემატება ამ ღონისძიებისთვის გადახდილ თანხას.
ცვლილებები
პირობების ცვლილებას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ. მნიშვნელოვან ცვლილებას მასპინძლებს SMS-ით შევატყობინებთ.